• Ƀ/$

აშშ-ში უმუშევრობა 3.7%-ზე ნარჩუნდება

9 სექტემბერი 16:32 | ეკონომიკა

შეერთებულ შტატებში უკვე მესამე თვეა უმუშევრობა 3.7%-ზე ნარჩუნდება, რაც ახლოს დგას 50 წლიან მინიმუმთან.

აგვისტოში უმუშევართა რაოდენობა 6 მლნ-მდე შემცირდა, დასაქმებულთა რიცხვი კი 157.9 მლნ-მდე გაიზარდა.


ტრადიციულად უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია აზიური წარმოშობის ამერიკელებშია - 2.8%. ლათინოამერიკელებში ეს მაჩვენებლი 4.2%-ს აღწევს, აფროამერიკელებში 5.5%-ს ხოლო თინეიჯერებში 12.6%-ს, რაც გამოცდილების ნაკლებობით აიხსნება.


გასული 27 კვირის განმავლობაში შეერთებულ შტატებში უმუშევართა რიგები 1.2 მლნ ადამიანმა დატოვა.


სამუშაო ძალის მოცულობამ აგვისტოში მთელი მოსახლეობის 63.2%-ს მიაღწია, დასაქმებულთა რიცხვმა კი 60.9%-ს.


მსგავს თემაზე:

მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია



სხვა სიახლეები