• Ƀ/$

Ad Black Sea 2019 19-21 სექტემბერს ბათუმში გაიმართება

10 სექტემბერი 15:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბათუმი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სექტემბრის ბოლოს, ტრადიციულად, Ad Black Sea 2019-ზე ეპატიჟება.

3-დღიანი ფესტივალი, რომელიც დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, წელს განსაკუთრებულად ემზადება და მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ნამდვილ ვარსკვლავებს 19-21 სექტემბერს უმასპინძლებს.


სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან: მა­იკლ კონ­რა­დი, ბერ­ლი­ნის კრე­ა­ტი­უ­ლი სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლე­გენ­და მარ­სე­ლო სერ­პა, ია­პო­ნუ­რი სა­ა­გენ­ტო „ჰა­კუ­ჰო­დოს“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კენ­ტა­რო კი­მუ­რა, ფე­ის­ბუკის კრე­ა­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩი­ნეთ­ში კიტი ლუნი, ეს­პა­ნე­თის წამ­ყვა­ნი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ჩაჩო პუ­ებ­ლა და მი­გელ სი­მო­ე­სი, ცნო­ბი­ლი სა­ა­გენ­ტოს TBWA/Manchester-ის დი­რექ­ტო­რი ლორ­ნა ჰო­უ­თინ ბრი­ტა­ნე­თი­დან, ჰერ­მან ვას­კე თა­ვი­სი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მით კრე­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე იღებ­და, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი მა­ი­ა­მის სა­რეკ­ლა­მო სკო­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკ­ლას-ფრინგს რუპი - ეს იმ სტუმ­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვის­გა­ნაც დე­ლე­გა­ტე­ბი სე­მი­ნა­რებს მო­ის­მე­ნენ.


საქართველოს ერთიანობა სარეკლამო სფეროშიც მკაფიოდ დაფიქსირდება - ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, Ad Black Sea 2019-ის ჯილდოზე ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი.  


Ad Black Sea ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, მარ­კე­ტინ­გითა და რეკ­ლა­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, და­ეს­წრონ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სე­მი­ნა­რებსა და ვორკშო­პებს. მი­ი­ღონ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია რეკ­ლა­მის ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, გა­ი­ფარ­თო­ონ პრო­ფე­სი­უ­ლი წრე, გა­იც­ნონ ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.


აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან 5 წლის შემდეგ, წლევანდელი Ad Black Sea-ით დაინტერესებული პირების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

წლევანდელ ვარსკვლავთცვენას ბათუმში 30-მდე პროფესიონალით დაკომპლექტებული ჟიურიც ემატება, რომელიც საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. ფესტივალზე სულ 11 ნომინაციაა, ესენია:



  •  Film

  •  Film & Craft

  •  Print & Publishing

  •  Out of Home

  •  Radio

  •  Design & Branding

  •  Digital & Mobile

  •  Advertising Campaigns

  •  Media, Branding Content & Visual Storytelling


წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა მე-11 კა­ტე­გო­რია: Creative Effectiveness, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გებსა და მათ ეფექ­ტუ­რო­ბას ზო­მავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რია ფეს­ტი­ვალს ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნია WARC-ის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ე­მა­ტა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რებს სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­ავ­ლენს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ოქ­როს, ბრინ­ჯა­ო­სა და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან სა­უ­კე­თე­სო სა­ა­გენ­ტოს ტი­ტუ­ლის ნო­მი­ნან­ტე­ბიც.


წელს ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს მსოფ­ლი­ოს 20-ზე მეტი ქვეყ­ნის სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო. Ad Black Sea 2019-ის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­რეკ­ლა­მო პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდა და ამას­თანავე, მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც კრე­ა­ტი­უ­ლი ინ­დუსტრი­ის, ამო­მა­ვალ და საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ქვე­ყა­ნად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბაა.

ფეს­ტი­ვა­ლი Check-in Georgia-ს ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა, თუმ­ცა მას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი ჰყავს: თი­ბი­სი ბან­კი, ბი­ლა­ი­ნი, ლუდი „ქარ­ვა“, ბორ­ჯო­მი, ბა­კუ­რი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა, არეა.ჯი, თი­ბი­სი და­ზღვე­ვა, ვა­კის სო­სი­სე­ბი, GD ალკო, თე­ლი­ა­ნი ველი, სმარტ ფო­ტოს და სხვა.


სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი მოქ­მე­დებს.


სხვა სიახლეები