• Ƀ/$

თბილისის უბნების ნაწილს 11 სექტემბერს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

10 სექტემბერი 18:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11 სექტემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ბარისახოს, ულიანოვის, გაგრის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, უჯარმის, რევოლუციის, ტრაპაიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ლიბანის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VII, X კვარტლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, შუამთის, თრიალეთის, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სვირის, ასურეთის, ლუბოვსკის, სანავარდოს, ავიაქიმიის, კურსების, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზეკარის, კიშინიოვის, ბუგეულის, ლისაშვილის, დარკვეთის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს.


ისნის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, მაჭარის, ალიხანიანის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, სართიჭალის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, იზაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.


სხვა სიახლეები