• Ƀ/$

18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

11 სექტემბერი 10:59 | მედია ბიზნესისთვის - M2B

11 სექტემბრის ტერაქტების სერიიდან 18 წელი გავიდა. 2001 წელს ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენის დანგრევამ მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

19-მა ტერორისტმა სულ 4 თვითმფრინავი გაიტაცა, საიდანაც ერთი პენსილვანიაში ჩამოვარდა, ერთი პენტაგონს დაეჯახა, შენობა დიდად არ დაზიანებულა. პირველი 2 თვითმფრინავი კი ნიუ-იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრს დაეჯახა. ტერაქტების შედეგად დაიღუპა სულ 3000-მდე ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა.


ტერაქტიდან თითქმის 1 თვეში აშშ-მა ავღანეთს დაარტყა და თალიბანის რეჟიმი დაამხო. ქაბული მალევე დაეცა, მაგრამ ნატოს ჯარები ქვეყანაში დღემდე რჩებიან. ტერაქტებს ავღანეთში 32 ქართველი სამხედროს სიცოცხლეც ემსხვერპლა, რომლებიც ჰილმანდის პროვინციაში და ქვეყნის სხვა ნაწილებში „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ. 2017 წელს ბუნკერებში გამაგრებული ტერორისტების გასანადგურებლად ტრამპმა ე.წ. დედა ბომბი გამოიყენა, რომლის სიმძლავრეც 11 ტონა ტროტილის ეკვივალენტია და ყველაზე ძლიერ არაბირთვულ ბომბად ითვლება.


მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1973 წელს გაიხსნა, თითო 110-სართულიანი შენობის სიმაღლე 415 მეტრს შეადგენდა. იმ ადგილას 2014 წელს 541 მეტრის, სიმბოლურად 1776 ფუტის სიმაღლის ფრიდომ ტაუერი გაიხსნა.



ტერაქტის შესახებ დაწერილი წიგნებიდან და გადაღებული ფილმებიდან ყველაზე ცნობილია ბეგბედერის წიგნი Windows on the world.


11 სექტემბერი ტრაგიკულია საქართველოს ისტორიაშიც. კრწანისის ბრძოლა 1795 წლის 11 სექტემბერს გაიმართა, რომელში განცდილმა მარცხმაც ანექსია დააჩქარა.


მსგავს თემაზე:

უცნობი კადრები 11 სექტემბრის ტერაქტიდან



სხვა სიახლეები