• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სსფ-ის მისიის წევრებთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილა

12 სექტემბერი 10:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და მისიის წევრებს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის განსახილველად შეხვდა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.


შეხვედრის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა მის ფარგლებში გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულებაზე.


სხვა სიახლეები