• Ƀ/$

ბავშვის ქართული წარმოების ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა

12 სექტემბერი 11:14 | კომპანიები

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ ბავშვის საკუთარი წარმოების ტანსაცმელი საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა.

ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris”დაინტერესდა. გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, ქ. პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, კომპანიის "რკო" ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.


სხვა სიახლეები