• Ƀ/$

გურჯაანში პარკის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება

12 სექტემბერი 11:29 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია. 


პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანების და მწვანე საფარის მოწყობა.


პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად  დაიყოფა. პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.


მსგავს თემაზე:

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება


გურჯაანში ღვინის ახალი ქარხანა აშენდება


გურჯაანში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა



სხვა სიახლეები