• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" წარადგინა

12 სექტემბერი 12:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" წარადგინა.

"მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭრე ევროპასა და აზიას შორის და სწორედ აქედან უნდა განმტკიცდეს საქართველოს დასავლური ორიენტაცია",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მიმდინარე წლის ზაფხულში დააანონსა. ამის მიზეზად კი ხაზარაძემ განმარტა, რომ „ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.


სხვა სიახლეები