• Ƀ/$

ელექტრო ველოსიპედების მფლობელებს პარიზი €500-იან სუბსიდიას გადასცემს

16 სექტემბერი 17:31 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილი მართალია ეკოლოგიურია, მაგრამ გზაზე იმავე ფართობის ადგილს იკავებს, რასაც ავტომობილი, რის გამოც საცობებთან საბრძოლველად პარიზის მერიამ ელექტრო ველოსიპედების სუბსიდირება გადაწყვიტა. 

2020 წლის თებერვლიდან ყველა ის პარიზელი რომელიც ელექტრო ველოსიპედს შეიძენს ქალაქის მერიისგან €500-ს მიიღებს. თავად ველოსიპედის საშუალო ღირებულება €2000-ს შეადგენს. 25%-იანი ქეშბექი კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.


მსურს, რომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელს ჰქონდეს წვდომა მცირე ზომის უსაფრთხო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე - განაცხადა ტრანსპორტის სააგენტოს რეგიონულმა დირექტორმა ველერი პერკესმა.


წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ელექტრო ველოსიპედებეი თვეში 40 ევროდ გაქირავება, რომლის ნახევარსაც დამსაქმებელი დაფარავს. პირველ ეტაპზე გასაქირავებლად 10 000 ველოსიპედს გამოიტანენ. შემდეგ მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.


დღეის მდგომარებით პარიზში გადასაადგილებლად ველოსიპედს მგზავრთა მხოლოდ 2% ირჩევს.


მსგავს თემაზე:

ველოსიპედი Lamborghini–სგან – $20 ათასად


Harley Davidson ელექტრო მოტოციკლეტს გამოუშვებს


ნიდერლანდებში ველოსიპედით მგზავრობისთვის მოქალაქეები საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ


ჰიბრიდული ველოსიპედი ერთი დამუხტვით 150 კმ-ს გადის



სხვა სიახლეები