• Ƀ/$

ლონდონში საზოგადოებრივი ტრანპორტის ყოველთვიური ხარჯი $179-ს აჭარბებს

21 სექტემბერი 15:12 | ეკონომიკა

ცხოვრების დონის განსხვავებულობა სხვადსსხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან ფასთა სხვაობასაც იწვევს. ფასები განსხვავდება ქვეყნის შიგნით ქალაქებს შორისაც.

ქალაქების მერიების უმრავლესობა ცდილობს საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაცია გაუწიოს, რათა შემცირდეს საცობები და გამონაბოლქვი. ზოგიერთმა ქალაქმა, მაგალითად ლუქსემბურგმა და ტალინმა რადიკალურ ზომებს მიმართა და ტარიფი გაანულა, თუმცა ავტომობილის გარეშე დარჩენილ მგზავრებს ყველგან ასე არ გაუმართლა.


ლონდონში საშუალო დანახარჯი თვეში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე $179-ს აღწევს. თბილისში ეს თანხა ტაქსით მგზავრობისთვისაც საკმარისი იქნებოდა. დოიჩე ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად ლონდონი 55 ქალაქს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიძვირის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა.


მეორე ადგილზე $128-ით ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი გავიდა. სამეულს კი $126-ით ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქი ოკლენდი ასრულებს.


პირველ 12 ქალაქში ასევე მოხვდა ტოკიო, ნიუ-იორკი, სიდნეი, ველინგტონი, ტორონტო, ჩიკაგო, მელბურნი ამსტერდამი და ერთადერთი გერმანული ქალაქი ფრანკფურტი, რომლის მცხოვრებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თვეში $97 უჯდება.



თბილისში როგორც მეტროთი ასევე ავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. აბონემენტები არ მოქმედებს, მაგრამ სკოლის მოსწავლეებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისა და სტუდენტებისთვის დადგენილია სპეციალური 0; 10 და 20 თეთრიანი ტარიფები. როგორც სდანდარტული ასევე სპეციალური ტარიფის შემხვევაში პირველი გადახდიდან 1.5 საათი მგზავრობა უფასოა. ყოველდღიური სტანდარტული ტარიფით მგზავრობითაც კი დანახარჯი თვეში 10-12 დოლარს არ აღემატება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში. ყველა ტიპის ტარიფი სუბსიდირებულია. განსხვავებით ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან სადაც ნაწილობრივი ან ზოგ შემთხვევაში 100%-იანი სუბსიდირების მიზანი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაა, თბილისში ის უფრო სოციალურ ხასიათს ატარებს.


მსგავს თემაზე:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება


ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა


ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება


ელექტრო ველოსიპედების მფლობელებს პარიზი €500-იან სუბსიდიას გადასცემს



სხვა სიახლეები