• Ƀ/$

დონალდ ტრამპი ბოლტონის შემცვლელს თავის გარემოცვაში ეძებს

18 სექტემბერი 12:20 | ანალიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სამშაბათს, 17 სექტემბერს იმ შესაძლო პირთა შესახებ ისაუბრა, რომელთა კანდიდატურებსაც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე განიხილავს.

კანდიდატებს შორის განიხილებიან: უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოადგილე, რიკი ვეიდელი (Ricky Waddell), ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში კიტ კელოგი (Keith Kellogg) და ე.წ. მომლაპარაკებელი მძევლების საკითხებში (Hostage negotiator), რობერტ ო’ბრაიენი (Robert O’Brien).


დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ჯონ ბოლტონის მემკვიდრედ, რომელმაც წინა კვირას დატოვა სამსახური, ასევე განიხილებოდნენ ფრედ ფლიცი (Fred Fleitz), ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსი და ამავდროულად ბოლტონის თანაშემწე და ლიზა გორდონ-ჰეგერთი (Lisa Gordon-Hagerty), აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდვინის მოადგილე.


სიის მიხედვით ირკვევა, რომ ტრამპი კვლავ ნაცნობ სახეებს განიხილავს მისი ადმინისტრაციის შიგნით.


რიკი ვეიდელი ერთი წლის მანძილზე იყო თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პოსტს აწ უკვე გადამდგარი გენერალი, ჰერბერტ რეიმონდ მაქმასტერი (HR McMaster) იკავებდა, ხოლო კიტ კელოგი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა, სანამ ჯონ ბოლტონი არ დაინიშნა აღნიშნულ პოსტზე (17 თვის წინ).


რობერტ ო’ბრაიენს აქვს საკმაოდ გრძელი ისტორია რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკის წრეებში. ფრედ ფლეიცი ბოლო პერიოდში მუშაობდა ჯონ ბოლტონის აპარატის ხელმძღვანელად როგორც უსაფრთხოების საბჭოში, ასევე წარსულში, მაშინ როდესაც ბოლტონი იყო სახელმწიფო ჩინოვნიკი, ყოფილი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობისას. იგი აგრეთვე მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში (Center for Security Policy), რომელიც „სამხრეთ პოლიტიკის სამართლის ცენტრის“ (Southern Policy Law Center) სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ აღიარებულია „სიძულვილის ჯგუფად“, მათი ანტიმუსლიმური რიტორიკის გამო.


2017 წელს ფლიცმა განაცხადა, რომ აშშ-ში მცხოვრები ზოგიერთი მუსლიმი რადიკალური მსოფლმხედველობით გამოირჩევა, რომელთაც სურთ გაანადგურონ თანამედროვე საზოგადოება, შექმნან გლობალური ხალიფატი და დედამიწა შარიათის კანონებით იმართებოდეს.


რაც შეეხება ლიზა გორდონ-ჰეგერთის, იგი მუშაობდა კერძო სექტორში და ასევე იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თანამშრომელი უსაფრთხოების საკითხებში. იგი აგრეთვე მსახურობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში და ენერგეტიკის დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობებზე, რომელიც ეხებოდა კრიზისების მართვას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას და ბირთვულ შეიარაღებას.


ზემოთ აღნიშნული სია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტრამპმა ჯონ ბოლტონი დაითხოვა დაკავებული პოსტიდან, მასთან მრავალ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის გამო.


სხვა სიახლეები