• Ƀ/$

ბილაინი რეგიონის უმნიშვნელოვანესი რეკლამის ფესტივალის Ad Black Sea-ს პარტნიორია

19 სექტემბერი 12:57 | კომპანიები

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი Ad Black Sea 2019 -ის პარტნიორია.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, დღეს იღებს სტარტს ბათუმში და 21 სექტემბრამდე გრძელდება. Ad Black Sea 2019 -ის ფარგლებში ბილაინი, ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩანახატების კონკურსს ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოების ცერმონიაზე, 21 სექტემბერს დასახელდებიან.


Ad Black Sea -ს ტრადიციულად ესწრებიან ქართული და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები. წელს დამსწრეთა რიცხვი რეკორდულია - 800 მეტი დელეგატი, 17 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც საკონკურსო, ისე საგანმანათლებლო და „ნეთვორქინგის“ ნაწილი. საკონკურსო განაცხადებს რეკლამის სფეროში მოღვაწე მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.


სხვა სიახლეები