• Ƀ/$

Amazon 100 000 ელექტრო ფურგონს შეიძენს

20 სექტემბერი 13:53 | ტექნოლოგიები

მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ საცალო მოვაჭრე Amazon ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად 2021 წლისთვის 100 000 ელექტრო ფურგონის შეძენას გეგმავს.

Amazon 200-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად 10 მლრდ-მდე სხვადასხვა ღირებულების ნივთს ყიდის, რის გამოც კომპანიის მიერ პირდაპირ თუ ირიბად მოხმარებული საწვავის მოცულობა სოლიდურ ნიშნულს აღწევს.


Amazon ბოლო პერიოდში როგორც გარე ძალებისგან, დიდ ზეწოლას განიცდიდა. მხარეები წიაღისეული საწვავვის მოხმარების შემცირებას და მისი ალტერნატიული ვარიანტით ჩანაცვლებას ითხოვდნენ.


Amazon-ის საბოლოო მიზანს 2030 წლისთვის 100%-იან განახლებად ენერგიაზე გადასვლა წარმოადგენს.


Amazon 1996 წელს ჯეფ ბეზოსმა დააარსა და თავდაპირველად მხოლოდ წიგნებს ყიდდა. კომპანიამ რომელსაც გაკოტრებას უწინასწარმეტყველებდნენ 2018 წელს $233 მლრდ-იან გაყიდვებზე გავიდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 30%-ით, 2010 წლის მაჩვენებელს კი 585%-ით აღემატება. Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2019 წლის სექტემბრის მდგომარეობით $900 მლრდ-ს აჭარბებს, აქტივების ღირებულება $163 მლრდ-ს, ბრენდის ღირებულება კი $315 მლრდ-ს. კომპანია 647 000 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, იმის მიუხედავად, რომ განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეს $35 მლრდ გადაუხადა, $113 მლრდ-ით ის მაინც პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად რჩება.


მსგავს თემაზე:

AMAZON-ის დამფუძნებელი ქონებით გეითსისა და ცუკერბერგის კაპიტალს ერთად აღებულს აღემატება


საქართველო და Amazon კომერციული საიდუმლოს გაუმჟღავნებლობაზე შეთანხმდებიან


Mercedes ელექტრომობილებზე გადადის



სხვა სიახლეები