• Ƀ/$

თურქეთი რუსული თვითმფრინავების შესყიდვაზე დაფიქრდა

20 სექტემბერი 14:20, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთი ახალი თვითმფრინავების გადაცემის თაობაზე რუსეთის წინადადებას შეისწავლის.

ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა განაცხადა.


„რუსებს სურთ საკუთარი პროდუქციის ჩვენება სტამბოლში, ფესტივალ Teknofest-ზე. ეს თემა ჯერჯერობით ახალია. არის შეთავაზება. მათ შემოგვთავაზეს საკუთარი თვითმფრინავები. საჭიროა ამ წინადადების შესწავლა“, - განაცხადა დემირმა.


თურქეთში მიმდინარე რიგით მეორე ტექნოლოგიური ფესტივალი Teknofest, რომელიც 17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით იმართება, რუსული მრავალფუნქციური მოიერიშე „სუ-35“-ის და თვითმფრინავ-ამფიბია „ბ-200“-ის შესაძლებლობების პრეზენტაცია სტამბოლის ცაში გაიმართა.


სხვა სიახლეები