• Ƀ/$

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვები მოიჭრება

20 სექტემბერი 17:22 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. ხეები ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. 

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარიული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი.


30 სექტემბრიდან, სანიტარიული ჭრებისა და ახალი ნერგების დარგვის გარდა, თამარაშვილის ქუჩაზე დაიწყება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების ღონისძიებები, გამწვანებულ შუაგამყოფ ზოლში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები,  ნოყიერი ნიადაგის შეტანა და ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახის დათესვა.


მსგავს თემაზე:

თბილისს უნიკალური ჯიშის ფიჭვის 3 ათასი ნერგი აჩუქეს


დაზიანებული ფიჭვები თბილისში ახლით ჩანაცვლდება



სხვა სიახლეები