• Ƀ/$

თბილისის მერიის განცხადება

20 სექტემბერი 18:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე თბილისის მერიის ცხელი ხაზი გაითიშება, რასთან დაკავშირებითაც მერია განცხადებას ავრცელებს:

"ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.


ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.


ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"


სხვა სიახლეები