• Ƀ/$

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

24 სექტემბერი 11:04 | ეკონომიკა

დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.  

პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.


პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, მოეწყო  გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები. გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.


გარდა აღნიშნული პროექტისა მუნიციპალური განვთარების ფონდი ბაკურაინში 8 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 55 მილიონი ლარია. ამ პროექტების ფარგლებში, ბაკურიანში აშენდება მრავალსართულიანი ავტოსადგომი, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზა და გაფართოვდება ავტოსადგომი დიდველზე, შენდება პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მიმდინარეობს ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის 30-მდე სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკის შეძენაც.


მსგავს თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება


ბაკურიანში 3 ახალ საბაგიროს დოპელმაიერი ააშენებს


ბაკურიანში ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა აღდგება



სხვა სიახლეები