• Ƀ/$

აგვისტოში ლარში გაცემული სესხების ოდენობა 2,51%-ით არის გაზრდილი

25 სექტემბერი 13:50, 2019 წელი | ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით აგვისტოში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ოდენობა 2,51%-ით არის გაზრდილი.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 214.05 მლნ ლარით (0.73%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.99%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 29.56 მლრდ ლარი შეადგინა.


ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.10 მლნ ლარით (2.51%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 105.04 მლნ ლარით (0.63%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.18%-ით).

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, ნაშთი


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.00 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.26%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.66 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.69%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით მეტი).


2019 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 23.57 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 15.13 მლრდ ლარი შეადგინა.


მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.77 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით).


სხვა სიახლეები