• Ƀ/$

საუდიტებმა ნავთობის ფასი დასცეს

25 სექტემბერი 14:28, 2019 წელი | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად ვარდება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ საუდის არბეთმა ნავთობმოპოვების მოცულობა, თავდასხმების შემდეგ, დათქმულ დროზე ადრე აღადგინა.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, ნოემბერში მიწოდების პირობით, ლონდონის ბირჟაზე 1,65%–ით არის დაწეული და ბარელის ღირებულება $62,06–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ნოემბრის ფიუჩერსები ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,38%–ით გაიაფდა და ბარელი $56,5–ად ივაჭრება.


საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე 14 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუთიებმა აიღეს. აშშ თავდასხმაშიმ იირანს ადანაშაულებს, რასაც ოფიციალური თეირანი კატეგორიულად უარჰყოფს.


თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთში ნავთობმოპოვება თითქმის განახევრდა, რასაც „შავი ოქროს“ ბაზარზე მკვეთრი რყევები მოჰყვა – ნავთობის ფასი გასული ორშაბათის ვაჭრობაზე თითქმის 20%–ით იყო გაზრდილი.


მსგავს თემაზე:

საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნავთობი 20%–ით გაძვირდა


საუდის არაბეთი საზღვაო უსაფრთხოების კოალიციას შეუერთდა


საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმას ფრანგი ექსპერტები გამოიძიებენ



სხვა სიახლეები