• Ƀ/$

8-მეტრიანი „ისუზუს“ მარკის ავტობუსი პირველად წყნეთის N34 ავტობუსს ჩაანაცვლებს

25 სექტემბერი 14:50, 2019 წელი | ეკონომიკა

 წყნეთიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N34 ყვითელი ავტობუსები ახალი, „ისუზუს“ მარკის ავტობუსებითუახლოეს პერიოდში ჩანაცვლდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


უწყების ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.


ხელშეკრულების თანახმად, ISUZU-ს მარკის ავტობუსების თბილისისათვის მოწოდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და დეკემბერში უნდა დასრულდეს.


ამჟამად N34 მარშრუტზე 12 ერთეული ავტობუსი მუშაობს.


სხვა სიახლეები