• Ƀ/$

პეკინის $18 მლრდ-იანი აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

25 სექტემბერი 16:38, 2019 წელი | ეკონომიკა

პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით 25 სექტემბერს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნა. 

აეროპორტი ტიანანმენის მოედნიდან 46 კილომეტრში მდებარეობს, რაც ძველი აეროპორტის დაშორებას თითქმის 2-ჯერ აღემატება.


გეგმის თანახმად აეროპორტის მგზავრთნაკადმა 2025 წელს 72 მლნ-ს, 2040 წელს კი 100 მლნ-ს უნდა მიაღწიოს.


აეროპორტის მშენებლობა 120 მლრდ იუანი - $18 მლრდ დაჯდა. მისი სტილი ფუტურისტულია, ზომით კი 100 ფეხბურთის სტადიონისხელა. უახლოეს პერიოდში აეროპორტსი ოპერირებას 50-მდე საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს.


ისევე როგორც ჯამურ ეკონომიკაში ჩინეთი აეროპორტების მგზავრთნაკადითაც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. აშშ-ში თვითმფრინავით ყოველწლიურად 850 მლნ მგზავრი გადაადგილდება, ჩინეთში 550 მლნ, თუმცა ეს სხვაობა ნელ-ნელა მცირდება. გაზრდილ მგზავრთნაკადს კი ახალ საჰაერო ხომალდებთან ერთად ახალი და უფრო დიდი აეროპორტები სჭირდება, როგორც პეკინსა და შანხაიში ასევე სხვა შედარებით მცირე ზომის ქალაქებში.


მგზავრნაკადის მიხედვით დღეს ყველაზე დიდი ატლანტის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც 2018 წელს 107 მლნ მგზავრს მოემსახურა.


მსგავს თემაზე:

პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში


შანხაი პეკინს 600 კმ/სთ სიჩქარის მატარებლით დაუკავშირდება



სხვა სიახლეები