• Ƀ/$

გალში 7 ათას ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ელოდებიან

25 სექტემბერი 18:28, 2019 წელი | ეკონომიკა

ოკუპირებული გალის სოფლებში თხილის მოსავლის 60% უკვე აიღეს. ადგილობრივი აგრონომი ლერი შონია ამბობს, რომ 7 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან.

„ვფიქრობთ, რომ მოსავალს თვის ბოლომდე ავიღებთ. ტერიტორია, რომელზეც თხილის პლანტაცებია გაშენებული, დაახლოებით, 8 ათას ჰექტარს შეადგენს“, - უთხრა „აფსნიპრესს“ ადგილობრივმა სპეციალისტმა.


მისივე თქმით, მიმდინარე წელს მოსავლიანობის მაჩვენებლები, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. აგრონომი ამბობს, რომ გასულ წელს, მოსავლის 20% - ზე მეტი გაფუჭდა მავნებლის გამო. დღესდღეობით კი გატარებული შეწამლვითი ღონისძიებების შედეგად, მოსავლის 80% - ის შენარჩუნება მოხერხდა.


მსგავს თემაზე:

აზიურ ფაროსანაზე შეწამლულ ბაღებში თხილის 84% გადარჩა, შუწამლავში 8%


სოფელ კოკში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა



სხვა სიახლეები