• Ƀ/$

ირანის ნავთობის გამო ვაშინგტონმა პეკინს სანქციები დაუწესა

26 სექტემბერი 10:38, 2019 წელი | ეკონომიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვიტა, ირანის ნავთობის ტრანსპორტირების გამო, ჩინეთს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პომპეოს თქმით, სანქციები იმის გამო წესდება, რომ ჩინეთი ირანის ნავთობის ტრანსპორტირებას თეირანის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვების დარღვევით ახდენდა.


"ეს ზომები იმისკენაა მიმართული, რომ ირანს ხელიდან გამოეცალოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემოსავლები", – აღნიშნა პომპეომ.


მისივე თქმით, სანქციები რამდენიმე ჩინურ კომპანიას და მათ 5 თანამშრომელს შეეხება.


სხვა სიახლეები