• Ƀ/$

მიკრობიზნესს ანგარიშგების წარდგენა 2 წლით გადაუვადდება

26 სექტემბერი 13:08, 2019 წელი | ფინანსები

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველოში არსებულ მიკრობიზნესს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ანგარიშგების წარმოდგენის ვადა 2 წლით გადაუვადდება.


"კანონის მიხედვით ყველა კომპანიას საქართველოში, 1 ოქტომბრისთვის ევალებოდა მოეხდინა გასული წლის 31 დეკებრის მდგომარეობით თავიანთი ანგარიშგების წარდგენა, იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც დააწესა ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ორგანომ. ჩვენ კომპანია გვქონდა დაყოფილი 4 კატეგორიად და მეოთხე კომპანიაში, სადაც დაახლოებით 60 ათასამდე კომპანიაა(სადაც ერთ მილიონამდე არის აქტივი, ორ მილიონამდე ბრუნვა, ათ თანამშრომლადე, როგორც პატარა მიკრო ბიზნესი) უჭირდათ 1 ოქტომბრისთვის ამ ანგარიშგების წარდგენა და არ წარდგენის შემთხვევაში 500 ლარიანი ჯარიმა იყო. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთს არ აქვთ ადამიანური რესურსი, რომ ეს ანგარიშგება ამ ხარისხის ჰქონდეს, გასცნობოდა სტანდარტს, ზოგს არ აქვს კომპიუტერული სისტემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამაც მხარი დაუჭირა, რომ ორი წლით გადავუვადოთ ეს მოთხოვნა.


შესაბამისად 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოუწევთ ანგარიშგების წარდგენა 2021 წელს. ეს არ არის საგადასახადო ბიზნესისთვის, ეს არის იმისთვის, რომ მათ წესრიგში ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშგება, შემდეგ ადვილად მოიზიდონ კრედიტი, ასევე ჰქონდეთ გამჭვირვალობა თუ რა ხდება დარგში. ვფიქრობ, ორი წელი საკმარის დროა, დაეწიონ ამ მოთხოვნებს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.


სხვა სიახლეები