• Ƀ/$

2013-2019 წლებში შიდა ქართლში 131 სოფელი გაზიფიცირდა

26 სექტემბერი 18:21, 2019 წელი | ეკონომიკა

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, სოფელ ნიგოზაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი გახსნეს.

გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა განახორციელა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ. გაზსადენის სიგრძე 3049 გრძივი მეტრია. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ნიგოზას 90 ოჯახს მიეცა. აშენებული გაზსადენის ექსპლუატაციას განახორციელებს კომპანია „სოკარჯორჯია გაზი“.


მთავრობის 2019-2021 წლების გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონში 3 მუნიციპალიტეტის გორის, ხაშურისა და კასპის 6 სოფელის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. საერთო ჯამში აშენდება 110 622 გრძივი მეტრი გაზსადენი და 549 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას. აღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 452 655 ლარი დაიხარჯება. სამწლიანი გეგმის ფარგლებში უკვე დასრულებულია, შიდა ქართლის 10 სოფლის წინასაპროექტო მოკვლევა, რომლის შედეგები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, 2013 წლიდან, შიდა ქართლში, 131 სოფლის გაზიფიცირება განახორციელა და 29 370 კომლს შესაძლებლობა მისცა ჩართულიყო გაზიფიცირების საერთო ქსელში.


მსგავს თემაზე:

კურორტები გოდერძი და ბეშუმი ბუნებრივი გაზით მომარაგდება


გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 1.3 მლნ-მდე გაიზრდება



სხვა სიახლეები