• Ƀ/$

ერდოღანისთვის ირანული ნავთობი პრიორიტეტია

27 სექტემბერი 11:10, 2019 წელი | ეკონომიკა

თურქეთი ირანიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის შეძენას გააგრძელებს.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა ამერიკულ სანქციებს არ უფრთხის და ჩვეულ რეჟიმში ივაჭრებს თეირანთან.


დღესდღეობით, ირანი ლიდერ სახელმწიფოდ ითვლება თურქეთისთვის ნავთობის მიწოდების საკითხში. 2018 წელს ოფიციალურმა ანკარამ თეირანიდან 25 მლნ. ტონა ნავთობი მიიღო.


მსგავს თემაზე:

ამერიკული შეიარაღება თურქეთს: აშშ ახალ წინადადებას ამზადებს



სხვა სიახლეები