• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუციონზე $40 მლნ გაყიდა

27 სექტემბერი 16:25 | ფინანსები

2019 წლის 27 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა. 

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარის ღირებულება თითქმის 3 თეთრით 2,9569-მდე შემცირდა.


სებმა წელს 11 ინტერვენციის შედეგად $165 მლნ შეისყიდა, ამის შემდეგ 1-ელ აგვისტოს გასაყიდად $40 მლნ გამოიტანა, თუმცა მხოლოდ $32.8 მლნ-ს გაყიდვა შეძლო. ბოლო 3 კვირაში სებმა რეფინანსირების სესხის საპროცენტო განაკვეთი 2 ეტაპად, ჯამურად 1%-ით 7.5%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც 102 ათასზე მეტ პირს სესხის მომსახურება გაუძვირდა.


სხვა სიახლეები