• Ƀ/$

რუსეთი VS საუდის არაბეთი - ვინ გაიმარჯვებს ნავთობის ომში?

14 მარტი 17:20 | ანალიტიკა

საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის ომი გრძელდება. ორ ავტორიტარულ სახელმწიფოს საბრძოლველად სხვადასხვა რესურსი გააჩნია. თუ რუსეთის ზოგადი გავლენა უფრო მეტია არაბეთს ნავთობის რეზერვი აქვს 3.7-ჯერ მეტი.

საუდის არაბეთი ნავთობის მარაგებით - 297 მლრდ ბარელი ვენესუელის შემდეგ #2 სახელმწიფოა, ნავთობის ექსპორტი - დღიურად 8.4 მლნ ბარელი კი - #1. ამის საპასუხოდ რუსეთის რეზერვები 3.7-ჯერ ნაკლებია და 80 მლნ-ს შეადგენს. ამ მხრივ ის მერვე ადგილზე იმყოფება და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ირანი, კანადა, ერაყი, სამიროები და ქუვეითი. თუმცა ექსპორტის მხრივ დღიურად 5.2 მლნ ბარელი მეორე ადგილზეა.


ორი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ერთმანეთს რამდენიმე ფრონტზე უპირისპირდება. საუდის არაბეთი რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირეა, რის გამოც მისი და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს სიარიაშიც და ირანთან მიმართებაშიც უპირისპირდება.


6 და 8 მარტს OPEC+ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა, რამაც მისი ფასი ჯერ 10 და შემდეგ 30 პროცენტით შეამცირა. ორთვიან ჭრილში შავი ოქროს ფასი განახევრდა და $35-ს ჩამოსცდა.


საუდის არაბეთის ეკონომიკა და ბიუჯეტი ნავთობზე რუსეთზე მეტადაა დამოკიდებული, თუმცა მას ბარელი ნავთობის მოპოვება $20-ზე ნაკლები უჯდება, რუსეთს თითქმის 2-ჯერ მეტი.


მართალია ნავთობზე ფასის ვარდნა ჯამში ორივე ქვეყანას აზარალებს, მაგრამ ორივეს თავი მიზნები გააჩნია. არაბეთი მოპოვების დაბალი ფასის, მარაგებისა და სავალუტო რეზერვების იმედზეა. მას დომინანტური პოზიციის გამნმტკიცება სურს. რაც შეეხება რუსეთს, მისი მიზანი ბაზრიდან ამერიკული ფიქალის ნავთობის განდევნაა, რომელსაც ტრადიციულ ნავთობთან დაბალი ფასის პირობებში კონკურენციის გაწევა არ შეუძლია.


1-ლი აპრილს მოპოვებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის, რის გამოც საუდის არაბეთი მოპოვების მასშტაბურ 26%-იან ზრდას გეგმავს. მოპოვების ზრდა აქვს დაგეგმილი საამიროებსაც, რაც სხვა თანაბარ პირობებში ფასს კიდევ უფრო დააგდებს. ექსპერტები ღირებულების $20-მდე შემცირებასაც არ გამორიცხავენ.


დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ როდის შემცირდება კორონავირუსის გავრცელება და დაავადებით გამოწვეული პანიკა, რაც ნავთობზე მოთხოვნას და შესაბამისად მის ფასსაც ამცირებს.


საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე შესაძლებელია ფიქალის ნავთობის მოპოვების თვითღირებულების შემცირებაც, ოღონდ ეს უახლოეს რამდენიმე თვეში არ მოხდება.


ვინ მოიგებს და ვინ იზარალებს ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვარდნა და სადამდე შემცირდება ფასი. იქამდე კი ორი ქვეყნის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება ქვემოთ მოცემულ ცხრილშია შესაძლებელი.



სხვა სიახლეები