• Ƀ/$

$2 ტრლნ-იანი ზარალი - კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა უფრო მეტ ადამიანს მოკლავს ვიდრე თავად კორონავირუსი

15 მარტი 10:48 | ანალიტიკა

ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში მთავარ განსახილველ თემად კორონავირუსია ქცეული. ამ დროს, ცოტა თუ აღიარებს იმას, რომ კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შედეგი ბევრად უფრო მძიმე იქნება ვიდრე უშუალოდ კორონავირუსის. 

ბოლო 1 თვეში მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე ინდექსები 25-30 პროცენტით შემცირდა. კომპანიების კაპიტალიზაცია ჯამში რამდენიმე ტრლნ-ით შემცირდა. ისეთის დიდი კომპანიების ღირებულება როგორებიცაა Apple და Microsoft 300-350 მლრდ-ით შემცირდა. შემცირდა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი.


თუ 2 კვირის წინ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი $1.3 ტრლნ-იან ზარალზე წერდა, დღეს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია $2 ტრლნ-ზე ალაპარაკდა.


დემოკრატიული სამყარო დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა. ამ შეთანხმებაზე დაშვებით გაკეთებული დასკვნა, რომ ეკონომიკა მეორეხარისხოვანია თავშივე არასწორია.


ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და მითუმეტეს ვარდნა არ ნიშნავს იმას რომ ვიღაც აუზიან სახლს ან ვერტმფრენს ვეღარ შეიძენს, ვიღაც მალდივებზე ვერ დაისვენებს ან რომელიმე 5 ვარსკვლავიან რესტორანს ვეღარ გადაკეტავს. მართალია რეცესიის დროს პლანეტის უმდიდრესი ადამიანები მილიარდობით დოლარს კარგავენ, ზოგიერთი მათგანი 10 მლრდ-ს ან მეტს, მაგრამ ისინი მაინც მილიარდერებად რჩებიან. $5 მლრდ-იანი დანაკარგის შემდეგ თუ ბიზნესმენს $12 მლრდ კიდევ დარჩა სასურველ იახტასაც შეიძენს და თვითმფრინავსაც.  ამ დროს რეულური პრობლემები ექმნება მას ვისი შემოსავალიც თვეში $1500-დან $800-მდე $1000-დან $600-მდე ან $500-დან 0-მდე მცირდება. ასეთი ადამიანები კარგავენ სახლს, ხარისხიან განათლებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. ზოგ შემთხვევაში კი ექმნებათ ელემენტარული გამოკვების პრობლემა. ასეთ დროს სტრესის შედეგად გამოწვეული გულის შეტევით, სუიციდით, გაზრდილი კრიმინალითა თუ შიმშილობით ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მილიონობით ადამიანი იღუპება, რაც უშუალოდ კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს რამოდენიმე ასეულჯერ აღემატება. შესაბამისად ყოველი ეკონომიკური ვარდნა უმაღლეს ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლეს უქმნის რეალურ საფრთხეს.


დღეს არსებული მონაცემებით, როდესაც უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა, რაც ისტორიული მინიმუმია, შიმშილით ყოველდღიურად 4-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე კორონავირუსით ბოლო 2 თვეში. 


მსგავს თემაზე:

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 21 000-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები