• Ƀ/$

ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადების ფორმის შევსება დაიწყო

16 მარტი 11:18 | ეკონომიკა

ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის 16 მარტიდან საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით იქნება შესაძლებელი - ვებგვერდზე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.


შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე.


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge), ასევე, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მეილზე (info@rs.ge) ან სატელეფონო ცენტრის მომსახურებით (2 299 299).


სხვა სიახლეები