• Ƀ/$

ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილმა რუსეთისას 2-ჯერ გადააჭარბა

16 მარტი 12:43 | ეკონომიკა

ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის თებრვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით $137 მლნ-მდე (392 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 

იმ ქვეყნების რაოდენობამ, საიდანც ფულადი გზავნილების მოცულობამ $1 მლნ-ს გადააჭარბა 17-ს მიაღწია.


ყველაზე მეტი - $28.7 მლნ რუსეთიდან ჩაირიცხა, თუმცა ეს თანხა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ 9.3%-ით ნაკლებია. ხოლო მისი წილი გზავნილების მთლიან მოცულობაში - 20.9% ისტორიულ მინიმუმს შეადგენს. ევროკავშირის მთლიანი წილი მას 2-ჯერ აღემატება, საიდანაც მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში $57.3 მლნ გადმოირიცხა.


რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი $21.7 მლნ იტალიიდან გადმოირიცხა, ზრდა 24%. 29 თებერვალს, იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო და ინფიცირებულთა რაოდენობა 1128-ს შეადგენდა.


ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან 16, ხოლო გერმანიიდან 30 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მაღალი 79%-იანი ზრდა კი უკრაინიდან დაფიქსირდა.


იმავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ $21.7 მლნ გადაირიცხა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.4%-ით მეტი.


სხვა სიახლეები