• Ƀ/$

ლარმა გაუფასურების რეკორდი ევროსთანაც მოხსნა

16 მარტი 17:35 | ფინანსები

ლარმა გაუფასურების რეკორდი მიმდინარე წელს უკვე მეორედ მოხსნა. პირველად თითქმის 25 წლიანი არსებობის ისტორიაში 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.00-იან ნიშნულს გადასცდა. დოლარის გარდა ეროვნული ვალუტა რეკორდულად ევროსთანაც გაუფასურდა.

გასულ წელს ლარმა გაუფასურების რეკორდი 11-ჯერ მოხსნა. მართალია სავალუტო ჯიხურებში კურსი 3.00-იან ნიშნულს რამდენჯერმე გადასცდა, მაგრამ ოფიციალური კურსის მაქსიმუმი 27 სექტემბერს 2.9808-ზე დაფიქსირდა. რაც შეეხება კურსს ევროსთან მიმართებაში მან მაქსიმუმს 2.3158-ს 22 ოქტომბერს მიაღწია.


მიმდინარე წელს, როგორც დოლართან ასევე ლართან მიმართებაში რეკორდი უკვე 2-ჯერ მოიხსნა. 16 მარტს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9942-ს, ევროსი კი 3.3421-ს შეადგენდა, 17 მარტის კურსი შესაბამისად 3.0118-მდე და 3.3684-მდე გაიზარდა.


სხვა სიახლეები