• Ƀ/$

3.0725 - ლარი გაუფასურების ახალ რეკორდს ხსნის

17 მარტი 10:40 | ფინანსები

ლარმა სამშაბათი მორიგი რეკორდული გაუფასურებით დაიწყო. 1 აშშ დოლარი Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 10:30 საათზე 3.0725 თეთრი ღირს, რაც 10 დღის წინანდელ მაჩვენებელს 27 თეთრით აღემატება. 

17 მარტის ოფიციალური კურსი 3.0118-ს შეადგენს, მიმდინარეზე 6 თეთრით ნაკლება. ზუსტად 1 წლის წინ 2019 წლის 17 მარტს დოლარი 2.6861 ღირდა. 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 14.3%-ით გაუფასურდა.


მიმდინარე წლის 13 მარტს სებმა ერთჯერადი $20 მლნ-იანი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რასაც არსებითი შედეგი არ მოუტანია.


მსგავს თემაზე:

ლარმა გაუფასურების რეკორდი ევროსთანაც მოხსნა



სხვა სიახლეები