• Ƀ/$

განახლებული 10 ლარიანი მიმოქცევაშია

1 ოქტომბერი 10:44 | ფინანსები

განახლებული 10 ლარიანი ნომინალის ბანკნოტი 1-ლი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაეშვა. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. 

20, 50 და 100 ლარის ნომინალი ბანკნოტები 2015 წელს განახლდა და მიმოქცევაში 2016 წლიდან გაეშვა. განახლებული 5 ლარიანები კი 2017 წელს გამოვიდა, თუმცა ახალი კუპიურების გამოსვლის შემდეგ ძველ ბანკნოტებს ძალა არ დაუკარგავს და დღემდე გადახდის კანონიერ საშუალებად ითვლება. ოფიციალურად ისევ ძალაშია ქაღალდის 1 და 2 ლარიანები, თუმცა ისინი მიმოქცევაში თითქმის აღარ არის. განახლება არ შეხებია 200 ლარიანს, რომელიც პირველად 2007 წელს დაიბეჭდა. 




სხვა სიახლეები