• Ƀ/$

ხელფასებისა და პენსიების ზრდაზე 2020 წელს დამატებით 505 მლნ ლარი დაიხარჯება

1 ოქტომბერი 11:55 | ფინანსები

საქართველოს პარლამენტს განსახილველად 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარედგინა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად სოციალური გარემოს გაუმჯობესება და მსხვილი ინფრასტრუქურული პროექტების დაფინანსების ზრდაა მიჩნეული.


2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220.0 მლნ ლარზე მეტი;


2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (450 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. პარალელურად დაინერგება საპენსიო გასაცემლების რეგულარული ზრდის წესი.


პენსიებთან ერთად 2020 წელს დადგეგმილია მსაწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების ზრდაც, რაზედაც დამატებით 205 მლნ ლარი გამოიყოფა. სულ ხელფასებისა და პენსიების ზრდაზე ჯამში 0.5 მლრდ ლარზე მეტი 505 მლნ ლარი დაიხარჯება.


მსგავს თემაზე:

70 წელს გადაცილებულ პირებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ


სკოლის მასწავლებლის ხელფასი 300 ლარით იზრდება


ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასები იზრდება



სხვა სიახლეები