• Ƀ/$

NG GEORGIA - მთარგმნელობითი კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების უკან

18 მარტი 11:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

NG GEORGIA მთარგმნელობითი კომპანიაა, რომელიც დამკვეთს საქმიანი შეხვედრებისთვის სრულ სერვისს სთავაზობს. თავდაპირველად თანმიმდევრული, სინქრონული და წერილობითი თარგმანით 2017 წელს დაწყებული პატარა სტარტ-აპი დღეს საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი პარტნიორია მთარგმნელობითი კუთხით.

კომპანიის დამფუძნებელი ნანა გორგოძეა, აღმასრულებელი დირექტორი კი ნინო გელენიძე. ნანა ინგლისური ენის სპეციალისტი და ფილოლოგიის დოქტორია. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის და საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ კონფერენციებში. ნინო კი მარკეტერი და მომავალი ფსიქოლოგია. მიწვეულია ტრენერად სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ღონისძიებებზე.


ერთმანეთი ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნეს. „ჩვენ, ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ მაშინვე სწორად შევაფასეთ ერთმანეთის შესაძლებლობები, გავაანალიზეთ სიტუაცია და მოთხოვნა მთარგმნელობით ბაზარზე და სულ მალე NG GEORGIA დავაარსეთ“, – იხსენებს ნინო. სახელზე ბევრი არ უფიქრიათ, რადგანაც ორივეს ინიციალები ნ. გ. საინტერესოდ დაემთხვა, ამიტომაც NG მათი საფირმო ნიშანი გახდა.


 „NG GEORGIA-ს დაფუძნება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.  ერთი მხრივ, სათარჯიმნო სერვისის მოთხოვნა ბაზარზე დღითიდღე  იზრდებოდა, მეორე მხრივ, კი ყოველთვის არსებობდნენ პროფესიონალი თარჯიმნები, თუმცა საქმე პროდუქტის სწორად შეფუთვა და მიწოდება გახდა“,- აღნიშნავს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა გორგოძე.


თავიდან თანმიმდევრულ, სინქრონულ და წერილობით თარგმანს სთავაზობდნენ დამკვეთს, შემდეგ კი მოთხოვნის შესაბამისად დაემატა ჩურჩულით თარგმანის მომსახურება და სხვა დამატებთი სერვისები.


UNICEF-ის ერთ-ერთმა პროექტმა კი, რომელიც სრულდებოდა თბილისსა და რეგიონებში, ნინო და ნანა დაარწმუნა, რომ მათ თავიანთი პირადი თუ პროფესიული კონტაქტების წყალობით ძალიან მარტივად მიუწვდებოდათ ხელი სხვადასხვა სერვისებზე, როგორიცაა აპარატურით, ტრანსპორტირებითა და ქეითერინგით მომსახურებაც, შესაბამისად, ეს სერვისებიც დაემატა მათი მომსახურების ჩამონათვალს. ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს დამატებითი კომფორტი აღმოჩნდა ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც მხოლოდ თბილისში მუშაობენ.


NG GEORGIA-სთან ახალი დამკვეთი პირადი რეკომენდაციით მოდის და სერვისის მიღების შემდეგ თვითონაც აქტიურ რეკომენდაციას უწევს კომპანიას. საკონტაქტო წრე იზრდება, წარმატებული პროექტების სიას კი ემატება ისეთ მნიშვნელოვან კომპანიებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა BIA, FIDE, NATO, EU, UNICEF, EBRD, UNECE, UNDP, NFA, GFA, KFW, TCSA, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, TBC კაპიტალი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, აწარმოე საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატა და სხვები.


„გამოკვეთილი სირთულეები არ გვქონია, თუმცა გამოწვევად ყოველთვის ვისახავთ ჩვენი კომპანიისთვის ხარისხისა და პროფესიონალიზმის შენარჩუნებას. ყოველი წარმატებული პროექტის შემდეგ თვითკმაყოფილების მხოლოდ ათი წუთი გვაქვს, შემდეგ კი ვაგრძელებთ სხვა პროექტებზე ინტენსიურ მუშაობას“, იხსენებს ნანა გორგოძე.


NG GEORGIA-ს დამკვეთების სიაშია ევროკავშირისა და ნატოს პროექტები, საერთაშორისო კონფერენციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სარფსა და წითელ ხიდზე და ა.შ. ბიზნეს-ფორუმები თუ პირდაპირი ეთერები.


„ჩვენთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანია. ცალკე გამოვყოფდი ინდივიდუალურ პროექტებს, რომლებიც შესაძლოა ნაკლები მასშტაბის იყოს, თუმცა საქართველოს ყველაზე უკიდურეს წერტილებში მოგზაურობისა და მუშაობის  საშუალებას გვაძლევს“, – ამბობენ დამფუძნებლები.


მაგალითად სოფლის მეურნეობის დარგში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საქართველოს რეგიონებში მივლინებები მოჰყავთ,  რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ვიზიტები ფერმერებთან მათ სოფლებსა და კარმიდამოში მეფუტკრეობის, მეღვინეობის, კაკლის, რძისა თუ ჩირის წარმოების სფეროში.


სამომავლო გეგმებზე დეტალურად ჯერ არ საუბრობენ, თუმცა წელს  NG GEORGIA-ს დაგეგმილი აქვს, საზოგადოებამ უფრო უკეთ გაიცნოს კომპანია და მისი სრული სერვისები. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ  უკვე ჩანიშნულია წლის განმავლობაში ჩასატარებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი კონფერენცია.


სხვა სიახლეები