• Ƀ/$

ფინანსთა მინისტრი: მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ

18 მარტი 13:02 | ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 18 მარტს, ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ“.

მისი განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.


„ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, საერთაშორისო და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც შემუშავდება ეკონომიკის მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებები.


კორონავირუსთან ბრძოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რყევები მოხდა, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც მსოფლიო ბირჟებს, ისე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების უმნივშვნელოვანეს დარგებს, ეროვნულ ვალუტებს და სხვ. დღეს მკვეთრად გაუფასურდა რუსული რუბლი - $1/77,70.


მკვეთრად, ისტორიულ მინიმუმამდეა საქართველოს ერვონული ვალუტაც. 13:00 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე $1 3,1850 ლარი ღირს.


სხვა სიახლეები