• Ƀ/$

ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მომავალზე საკუთარი ხედვა წარმოადგინა

19 მარტი 12:40 | ეკონომიკა

ევროკომისიამ წინადადებები წარმოადგინა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრს ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანას ვაჭრობის გაზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებაში.

2020 წლის შემდეგი პერიოდისთვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკუთარი პრიორიტეტები ევროკომისიამ ოთხშაბათს, 18 მარტს მიიღო. კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ ეს ევროკომისიის პირველი სხდომა იყო, რომელიც ვიდეკავშირის მეშვეობით ჩატარდა, წერს DW.


ევროკომისიის წინადადებები, ძალაში შესვლამდე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ. ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა ვრცელდება საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ბელარუსზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.


„ჩვენ დაგეხმარებით უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნასა და ზრდის უზრუნველყოფაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, მოვიზიდავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და გავამყარებთ ურთიერთობებს კავშირგაბმულობასა და ტრანსპორტში, გენერგეტიკასა და ეკოლოგიის საკითხებში“, – განაცხადა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. ის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის დაძლევაშიც დაპირდა ევროკავშირის დახმარებას პროგრამის მონაწილე ქვეყნებს.


ეკონომიკის მოდერნიზება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში


ევროკომისიას, პირველ რიგში, ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ეკონომიკის მოდერნიზებაში სურს დახმარება. კერძოდ, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. პროგრამის 10 წლის მანძილზე ევროკაშირმა 125 000 ასეთ საწარმოს გაუწია ფინანსური დაზმარება, რის ხარჯზეც შეიქმნა, ან შენარჩუნდა სულ მცირე 250 000 სამუშაო ადგილი. ევროკომისია კვლავაც გააგრძელებს კრედიტების გარანტირებას, უპირველესად ადგილობრივ ვალუტებში და საინვესტიციო სტიმულირებას.


გარდა ამისა, განცალკევებული ინიციატივის წარმოდგენა სურთ ევროკომისიაში მოლდოვასთვის, რომლის მიზანი იქნება ახალგაზრდებისთვის სამსახურის მოძებნასა და საკუთარი ბიზნესის გახსნაში დახმარება.


გაციფრულება და „მწვანე“ ტრანსფორმაცია


ბრიუსელში ასევე დიდი ყურადღება მიაქციეს გაციფრულებას. საუბარია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვთიარებაში დახმარებაზე. ასევე საროუმინგო გადასახადის გაუქმებაზე როგორც პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან.


სხვა სიახლეები