• Ƀ/$

საგარეო ვაჭრობა 6%–ით გაიზარდა

20 მარტი 12:23 | ეკონომიკა

საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ იანვარ-თებერვალში $1.854 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით მეტია.

2 თვის ჯამში ექსპორტი 4.5%-ით $526 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 6.7%-ით $1.328 მლრდ-მდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 43.2% $801 მლნ შეადგინა.


ყველაზე მეტი - $90 მლნ-ს ექსპორტი აზერბაიჯანში განხორციელდა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 55%. რეკორდულად 208%-ით $65 მლნ-მდე გაიზარდა ექსპორტის მოცულობა ჩინეთში, რუსეთში კი 26%-იანი კლების შემდეგ $60 მლნ-მდე შემცირდა. საექსპორტო პარტნიორების ათეულში მოხვდა ასევე: ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აშშ, შვეიცარია და საამიროები. პირველი 10 სახელმწიფოდან 5 მათგანში ექსპორტი გაოზარდა, 5-ში კი შემცირდა.


იმპორტის მხრივ პირველ ადგილზე 9.2%-იანი ზრდის შემდეგ, $215 მლნ-ით ისევ თურქეთია. მეორე ადგილს 13.6%-იანი ზრდის შემდეგ $139 მლნ-ით რუსეთი იკავებს. 7.8%-იანი ზრდის შემდეგ, $135 მლნ-ით აზერბაიჯანი მესამე ადგილზეა. პირველ ათეულში ასევე შედის: ჩინეთი, აშშ, გერმანია, სომხეთი, უკრაინა, იტალია და საამიროები.


სხვა სიახლეები