• Ƀ/$

„საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის“ ახალი ონლაინპროექტი

20 მარტი 13:06 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) იწყებს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინპროექტის სახით.

ის ითვალისწინებს სიტყვით გამოსვლების კონკურსს საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან. პროექტი ხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით და მის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებას თანამედროვე საკომუნიკაციო ან ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით.


 „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ გავჩერდეთ და არ შევწყვიტოთ საგანმნათლებლო აქტივობები, სწორედ ამიტომ ის რაც გვინდოდა ცოცხალი კონტაქტებით განხორციელებულიყო, ახლა დისტანციურად, ონლაინ გთავაზობთ!“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.


GIDE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონკურსში შეუძლია მონაწილეობა მიიღონ 14-17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებმა, ვინც არიან სასკოლო ან სხვა ტიპის დებატკლუბის წევრები და რომლებიც წარმოადგენენ დებატკლუბის ხელმძღვანელის სპეციალურ სარეკომენდაციო წერილს.


სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსში მონაწილეობის მსურველმა, უნდა ჩაწეროს 4-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც უნდა იყოს ასახული სიტყვით გამოსვლა, სადაც იქნება მოყვანილი მოსწავლის პოზიცია და არგუმენტაცია შემდეგ თემებიდან (რეზოლუცია) ერთ-ერთთან კავშირში:


1. ონლაინ (ლაივ)მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია


2. ვიდეოჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია


3. საქართველოში fake news-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია


მსურველებმა ვიდეორგოლები და სარეკომენდაციო წერილები 30 აპრილამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე gedebate@gmail.com, ან მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia/


კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგი სახის პრიზებსა და საჩუქრებს:


 I ადგილი


· პლანშეტი


· დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა


· შესაბამისი სერტიფიკატი


II ადგილი


· ელ. წიგნი (kindle)


· დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა


· შესაბამისი სერტიფიკატი

III ადგილი


· პორტატული დინამიკი


· დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა


· შესაბამისი სერტიფიკატი


IV ადგილი
· გარე დამტენი (powerbank)


· ქვიშის წამზომი


· შესაბამისი სერტიფიკატი


V ადგილი


· ყურსასმენი


· შესაბამისი სერტიფიკატი
 


დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:


სოფო ვეფხვაძე 599733306 sopo.vepkhvadze@gmail.com


სხვა სიახლეები