• Ƀ/$

თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში – "ორჯიან ეარვეისი" კორონავირუსის პანდემიის პირობებში

20 მარტი 15:19 | კომპანიები

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" კორონავირუსის პანდესიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თანამშრომლების 95%-ს უვადო შებულებაში უშვებს.

აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.


"შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვართ ჩვენი თანამშრომლების 95% გავუშვათ უვადო შვებულებაში, რასაც ითვალისწინებს შექმნილი ფორსმაჟორის საგანგებო მდგომარეობა", - აღნიშნა ბოკერიამ.


ცნობისთვის, "ჯორჯიან ეარვეისმა" ყველა მიმართულებით შეწყვიტა რეგულარული ფრენები. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები.


სხვა სიახლეები