• Ƀ/$

"ეკლესიაში დავხვდებით ყველა მოსულს, დავლოცავთ და სახლში გავაბრუნებთ!”

22 მარტი 11:58 | INTERNET დაიჯესტი

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეკლესია ხალხზე ზრუნვას არ წყვეტს მიუხედავად  ღვთისმსახურებების ფორმის შეცვლისა.

"დღეს ღვთისმსახურები ეკლესიაში დავხვდებით ყველა მოსულს, დავლოცავთ მათ და სახლში გავაბრუნებთ!!!
ეკლესია არ წყვეტს თავის სამწყსოზე ზრუნვას ღვთისმსახურებების ფორმის შეცვლით. უფრო მეტიც, სწორედ ამითი აცხადებს ადამიანებზე მზრუნველობას და ჩვენ გადავდივართ ღვთისმსახურების განსხვავებულ ფორმებზე.
მორწმუნეობა არ ნიშნავს ირაციონალურობას...
ღვთისადმი ნდობა არ ნიშნავს ღვთის გამოცდას...
საფრთხეების გათვალისწინება არ ნიშნავს უიმედობას...
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

'All shall be well,
and all shall be well
and all manner of things shall be well!!!
Julian of Norwich"- წერს გოცირიძე.


 



სხვა სიახლეები