• Ƀ/$

კანონით დაცული ქონებრივი უფლება და რეალობა – რას ცდილობენ მხარეები განქორწინებისას

25 მარტი 09:08 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქონებრივი უფლებები საქართველოში დაცულია. უბრალოდ ხშირია შემთხვევები როდესაც განქორწინებისას ერთი მეუღლე ნებაყოფლობით არ აძლევს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევარს მეორეს.

ასეთი რეალობა არახალია, თუმცა დღეს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნის შემთხვევაში არც ერთ მხარეს არ გაუჭირდება საკუთარი უფლების დაცვა. თუმცა, კანონმდებლობის ყველა ნიუანსის ცოდნა არაიურისტისთვის, წარმოუდგენელია და ამ დროს საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამოქალაქო საქმეების მწარმოებელი უმაღლესი კვალიფიკაციის ადვოკატები.


გიორგი ზარნაძე, რომელსაც საკუთარი იურიდიული კომპანია აქვს და წლებია წარმატებით უძღვება თავის საქმეს, მიიჩნევს, რომ განქორწინების პროცესში ადამიანები ძირითადად ცდილობენ ქონების სხვაზე, ანუ მესამე პირებზე ჩუმად და თვალთმაქცურად გადაფორმებას. „ამ დროს ვერთვებით ხოლმე ჩვენ და ყადაღას ან აკრძალვას ვადებთ ქონებას სასამართლოს მეშვეობით“. – მოგვითხრობს „გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანიის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.


არც ისაა ახალი, რომ განქორწინებისას ყველაზე ხშირია ქონებრივი დავები, ძირითადად დაობენ უძრავი ქონების, ან ფულის გაყოფაზე. საქართველოში, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით იშვიათია ნივთების და ავეჯის გაყოფაზე დავები. ასევე იშვიათია, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ვალების გაყოფაზე დავაც. ძირითადად უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობაზე ან მისი ნაწილის ღირებულების მოთხოვნაზე აღიძვრება სარჩელები განქორწინებისას.


განქორწინებისას ასევე აღსაღნიშნავია, რომ ბოლო წლებში პრაქტიკულად დაინგრა ძველი სტერეოტიპი, როდესაც ალიმენტს აუცილებლად მხოლოდ მამებს აკისრებდნენ. ზოგადად, ქართულ იურისპრუდენციაში ალიმენტთან დაკავშირებული დავები საკმაოდ მრავლადაა. მოსამართლეებიც, როგორც წესი, ალიმენტის დაკაისრების გარეშე არ დებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა აქ საინტერესოა ადვოკატის ჩართულობა და არგუმენტირებული მოცულობის ალიმენტის დაკისრება. ინტერესების სუსტი დამცველის შემთხვევაში მეორე მხარეს შეილება თვეში მხოლოდ 50–100 ლარის მოცულობის ალიმენტის გადახდა დაეკისროს. კვალიფიციური იურისტის საქმეში ჩარევის შემთხვევაში კი, არ ხდება საარსებო მინიმუმზე, ანუ 184 ლარზე ნაკლები ალიმენტის დაკაისრება.


„ხშირია საქმეები მამობის დადგენაზე. ასეთ დროს მამობის დადგენას და ალიმენტის დაკისრებას ერთად ვითხოვთ. ალიმენტი მშობლის და ბავშვის შემოსავლებისა და მოთხოვნების შესაბამისად ითვლება. ანუ, კანონით ან პრაქტიკით დადგენილი რაიმე ფიქსირებული თანხა არ არსებობს. ჩვენ საუკეთესო მიდგომა გვაქვს ამ შემთხვევაში დამკვიდრებული – თუ, მაგალითად, მამა არ უხდის ალიმენტს შვილს საქმის მოგების შემდეგ და ვერც აღსრულება იღებს თანხებს, ჩვენ მამის მხრიდან ბებია–ბაბუას ვუჩივით ხოლმე რომ მინიმუმი თუნდაც მათ დაეკისროთ გადასახდელად. ასევე ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკაში შემდეგ გარემოებას: ალიმენტზე დავისას სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ანუ სანამ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, მოსამართლის დროებითი განკარგულების საფუძველზე გარკვეულ თანხას აკისრებს ხოლმე სასამართლო მშობელს, რომ ბავშვმა თავიდანვე ნახოს ფინანსრური სარგებელი. მაგალითად თუ მამას ვუჩივით თვეში 500–ლარის დაკისრებაზე, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს,, დროებით, 300 ლარი მაინც რომ დაეკისროს ბავშვის სასარგებლოდ“, – მოგვითხრობს გიორგი ზარნაძე.


ხშირად, მხოლოდ ალიმენტის მოთხოვნით არ შემოიფარგლება სასამართლო დავები და ადვოკატებს უწევთ ბრძოლა კლიენტისთვის მშობლის უფლების შესაზღუდად, ან მის მოსაპოვებლად. მაგალითად, მამა უკრძალავს ბავშვის დედას, მისთვის პასპორტის აღებას და უცხოეთში სამოგზაუროდ წაყვანას. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს მეშვეობით მამას მშობლის უფლების შესაზღუდად იბრძვის კვალიფიციური ადვოკატი და მამის გარეშე დედას შეუძლია აუღოს პასპორტი და შვილი საზღვარგარეთ წაიყვანოს.


ასევე ხშირია განქორწინების შემდეგ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზვრასთან დაკავშირებული დავები, ანუ ვისთან უნდა იცხოვროს ბავშვმა – დედასთან, თუ მამასთან. ადრე არსებობდა წესი, თუ სტერეოტიპი, რომ ბავშვი, მშობლების განქონწინების შემდეგ, აუცილებლად დედასთან რჩებდა. დღეს ეს ასე აღარ არის და ხშირია, როცა ბავშვს მამას აკუთვნებენ.


„ჩვენ სასამართლოში ადვოკატირებას ვუწევთ კლიენტებს განქორწინების, ქონების გაყოფის, ალიმენტის დაკისრების, მშობლის უფლების შეზღუდვის, მამობის აღიარების და სხვა საქმეებზე”. პრაქტიკულად, სამართლებრივი საქმის წარმოების ამ სეგმენტში დამკვეთებს სრულ მომსახურებას ვუწევთ და დიდი წარმატებითაც“, – აცხადებს გიორგი ზარნაძე.


„გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანიის“ მომსახურების ღირებულება სწორედ საქმეების მოცულობის, სირთულისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და საკმაოდ ხელმისაწვდომია. კომპანია თამამად აცხადებს, რომ მათი გაწული მაღალკვალიფიციური მომსახურება დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული ზოგადი ფასების ნახევარს შეადგენს. ეს თავისუფლად შეუძლიათ გადაამოწმონ კლიენტებმაც, რათა თავადაც დარწმუნდნენ. „ჩვენს კომპანიაში საოჯახო საქმეებზე მომსახურების ღირებულება მერყეობს 350-დან 800 ლარამდე, მიუხედავად საქმის სირთულისა და მოცულობისა“, – აცხადებს გიორგი ზარნაძე.


ამდენად, სამართლის მისაღწევად, მოსარჩელეს, ან მოპასუხის ინტერესების დამცველი  ადვოკატის კვალიფიკაციას და მომსახურების ღირებულების ხელმისაწვდომობას დღეისათვის პრაქტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


სხვა სიახლეები