• Ƀ/$

საქსტატი: ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა

8 ოქტომბერი 12:24 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. 

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, 2018 წელს:


2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.
ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164 ლარს შეადგენს. 


ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2018 წელს:


2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 8%-ით გაიზარდა და 1101.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (1 910.1 ლარი, წლიური ზრდა 8.5 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1 560.5 ლარი, წლიური ზრდა 5.9%) დარგში ფიქსირდება.


არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2018 წელს:


2018 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 4.7%-ით და 1 008.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.


სხვა სიახლეები