• Ƀ/$

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსმა“ 5000 PCR ტესტი ლუგარის ლაბორატორიას გადასცა

1 აპრილი 15:12 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ ლუგარის კვლევით ცენტრს 5000 PCR ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს გადასცემს - ეს ინფორმაცია „ბენეფიტსის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

PCR ტესტებს ბენეფიტსი ლუგარის კვლევით ცენტრთან შეთანხმებით ევროპელი მომწოდებლისგან შეიძენს და მკვლევარებს რამდენიმე დღეში შეეძლებათ, პირველი კვლევები დაიწყონ.


„თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესი ღირებულებაა“, - აცხადებენ „ბენეფიტსში”.


როგორც დღეს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქართველოში უახლოეს მომავალში სამივე მეთოდით: PCR, ანტისხეულებსა და ანტიგენებზე დამყარებული ტესტებით დაიწყებენ ტესტირებებს.


 


სხვა სიახლეები