• Ƀ/$

ბელარუსში $ 1 000 000-ად შეფასებული მაღალი გამავლობის მონსტრი შექმნეს

8 ოქტომბერი 18:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე ბელარუსმა უჩვეულო მაღალი გამავლობის მანქანა SUV Protos RM-X2 წარადგინა.

 

მისი შემქმნელია კომპანია Ramsmobile.


მანქანას აგრესიული დიზაინი აქვს, რომელსაც ხაზს უსვამს ფართო, დაბალი, მკვეთრად კუთხოვანი კარები. ის ქვემოდან ზემოთ იღება და ტრიალებს. მანქანას უკან ექვსადგილიანი ფუფუნების სალონი აქვს, რომელიც, ექსპერტების აზრით, საკმაოდ მუქია და არამეგობრულად გამოიყურება.


მისი სალონი მოოქროვილია. მანქანა მხოლოდ 1,5 ტონას იწონის ნახშირბადის და ტიტანის დიდი დოზით გამოყენების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილის წონა 2.7 ტონა იქნებოდა.


იგი აღჭურვილია ჰიდროპნევმატური სუსპენზიით, ლაზერული სიმაღლის კონტროლით და თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიაში სხვა მიღწევებით, მათ შორისაა რობოტული კარის წამყვანი სისტემა, ღამის ხედვის სისტემა და თერმული გამოსახულება.



 


სხვა სიახლეები