• Ƀ/$

ერდოღანმა და პუტინმა სირიის საკითხზე ისაუბრეს

9 ოქტომბერი 17:30 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღნმა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, ანკარის მიერ სირიაში განსახორციელებელ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.

ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ თურქი სამხედროების მოქმედებები სირიაში „მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“ შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ოპერაცია არსებული კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკურ პროცესებს გაუხსნის გზა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, 9 ოქტომბერს, თურქეთის შეიარაღბული ძალების გარკვეული ნაწილი სირიაში, რაქას და ჰასეკის პროვინციაში შევიდა, მაგრამ სამხედრო მოქმედებები ქურთების წინააღმდეგ ჯერ არ დაწყებულა.


თურქეთის ხელისუფლება სირიის სამხედრო ოპერაციას მშვიდობის დასამყარებლად ყველაზე გონივრულ საშუალებად მიიჩნევს. ანკარამ უკვე გადაისროლა შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარზე, მათ მხარდაჭერას სამხედრო ავიაცია უზრუნველყოფს.


ოფიციალური ანკარა სირიელი ქურთებს - „დემოკრატიულ კავშირს“ (PYD) და „სახალხო თავდაცვის ძალებს“ (YPG) ტერორისტებად მიიჩნევს. აღნიშნული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ და აქამდე მათ აშშ უწევდა მოკავშირეობას.


თურქეთი მისი სამხრეთ საზღვრებიდან ქურთი მებრძოლების განდევნას და უსაფრთხოების ზონის შექმნას ცდილობს.


სხვა სიახლეები