• Ƀ/$

„ეფეს საქართველო“ 150 000 ლარს გამოყოფს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

3 აპრილი 18:07 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კომპანია „ეფეს საქართველო“ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული თანხა გადანაწილდება შემდეგი მიმართულებით:

თანხის ნაწილი StopCov ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა კომპანია ფონდი „ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, ფულად დახმარებას უწევს მათ, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა, ფონდის ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.


ასევე კომპანიამ ორი თვის მარაგი სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს.


კომპანიამ განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და მათი გახარების მიზნით, ლიმონათს უგზავნის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით. აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები არიან 70+ ასაკის ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე კარანტინში მყოფი ადამიანები და ექიმები.


„ეფეს საქართველო“ ითვალისწინებს რა მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, 16 მარტიდან გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას.


„ჩვენ გვჯერა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება დაეხმარება ქვეყანას ვირუსის დაძლევაში და ჯანმთელობას ვუსურვებთ ყველა ჩვენს თანამშრომელს, პარტნიორსა თუ მომხმარებელს და მთელს მსოფლიოს“, აცხადებენ კომპანიაში. 


სხვა სიახლეები