• Ƀ/$

ნენსკრა ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

3 აპრილი 18:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„ნენსკრა ჰესი ერთ-ერთია იმ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის პირობებშიც არ გაჩერდება“, - ამის შესახებ ნენსკრა ჰესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“ ამბობენ, მიუხედავად არსებული ვითარებისა, კომპანია აქტიურად აგრძელებთ გზებისა და ხიდების მშენებლობას.


„ამჟამად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გზებისა და ხიდების მშენებლობას. სამუშაოები სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების სრული დაცვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება. ამჟამად პროექტზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი, მათგან 130 ადგილობრივი მაცხოვრებელია“, – აცხადებენ ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოებს კომპანიის სუბკონტრაქტორი - „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.


„მისი ინფორმაციით, ჭუბერში 100 ტ გამტარუნარიანობის მქონე ექვსი ხიდის მშენებლობა, გზის გაფართოება და ქვანაყარის მოწყობა, მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება, ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის და სხვა სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.


 კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საოფისე და საცხოვრებელი ფართებზე, ასევე, კვების ობიექტზე და სატრანსპორტო საშუალებებში  რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გარდა ამისა, სისტემატურად მოწმდება პროექტზე დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ნათქვამია განცხადებაში.


სხვა სიახლეები