• Ƀ/$

როგორ უნდა გადაადგილდნენ მშობლები ტყუპებთან ერთად? - ნახეთ, რა ხერხს მიმართა ტყუპების დედამ

6 აპრილი 11:10 | INTERNET დაიჯესტი

ქვეყანაში საგანგებო მდგომარებაა გამოცხადებული. შესაბამისად, მთელი რიგი შეზღუდვები უკვე მოქმედებს. მაგალითად, იკრძალება ავტომობილით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილება. ამასთან, წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა დაუშვებელია.

გადაადგილებასთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა მშობლებს, რომლებსაც ორი ან მეტი შვილი ჰყავს.


ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო პოსტი, სადაც ტყუპების დედა, ანნა ამირიძე იუმორისტულად წერს, თუ რა პრობლემის წინაშე დადგა მაშინ, როცა მეუღლესთან ერთად ტყუპი ჩვილების ექიმთან წაყვანა დააპირა.


“მოკლედ, დავრეკე 144-ში და ვკითხე ტყუპები მყავს ჩვილებითქო, მარტო ვერ წავიყვან მეუღლეც უნდა მახლდესთქო და პრობლემა ხომ არ არისთქო? კიო ოთხნი გამოდიხართ და ირღვევა რეგულაციაო, აბა რა ვქნათქო? მარტო წაიყვანეთო. გააგებინე ეხლა ამას როგორ გინდა აიყვანო 9 კილოიანი ტყუპები, ორივე  მერე დააზუსტა და მკითხა: ცალკე ზიანო? გამიხარდა, ვიფიქრე მეშველა, დიახ, ცალკე ზიან თავიანთ სავარძლებშითქო და გახარებული ხმით მეუბნება: იცით ქალბატონო, თუ ერთ სავარძელში ჩასვამთ ერთ მგზავრად ჩაითვლებაო აი ვზივარ და ვერ მოვიფიქრე რა პოზაში გადავსკოჩო ჩემი ტყუპები და მერე როგორ ჩავტენო ერთში 


P.S სასეირნოდ წასვლაზე არ ვსაუბრობ! ელემენტარულად პედიატრთან წასვლაზეა საუბარი როდესაც აცრები და კვლევები ბინაზე არ კეთდება… და არც ონლაინ


დღისით მანქანით გადაადგილება (ქალაქი, რაიონი) კანონით აკრძალული არ არის, უბრალოდ ცოოოტა დაფიქრება სჭირდებოდა იმ ადამიანს რომ გამონაკლისის სახით დაეშვა იმ ასაკის ბავშვების გადაადგილება, რომლებიც მშობლის ან ჩვენს შემთხვევაში ორი მშობლის გარეშე ვერ გადაადგილდებიან" - წერს ანნა ამირაძე.


ანნა ამირიძეს “ფორტუნა” დაუკავშირდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოსავალი იპოვა ოჯახმა ტყუპებთან ერთად გადაადგილებისთვის:


“მათ აქვთ მხოლოდ ერთი პასუხი “ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის გადაადგილებით ირღვევა კანონი”, სხვა კონკრეტიკა მათთვის უცნობია და ჩემი აზრით, ეს იყო მათი მოფიქრებული გამოსავალი, რომელიც, რა თქმა უნდა, არარეალურია და ამიტომაც გადმოგეცით ასე პოზიტიურად,”-ამბობს  ანამ.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ გამოსავალი მათ შემთხვევაში ისაა, რომ მეუღლეები ცალცალკე მანქანით გადაადგილდნენ ბავშვებთან ერთად.


“გამოსავალი მარტივად ვიპოვნეთ, ოჯახში გვყავს ორი მანქანა, მე წავიყვან ბავშვებს ჩემი მანქანით და მეუღლე წამოვა თავისი მანქანით. ამიტომ უკეთესი იქნება ჩასწორდეს და უფრო დაკონკრეტდეს ეს კანონი იმ მცირეწლოვანი ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახახებისათვის, რომლებიც უნდა გადაადგილდნენ ერთად,”- ამბობს ანა.


წყარო


სხვა სიახლეები